უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევრო 2024-ის დასრულებულ ტურნირზე ყველაზე მეტი ბურთი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. ქართველმა საკუთარი კარის გადარჩენა 29-ჯერ მოახერხა.
მეორე ადგილზე ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ბარტ ვერბრუგენია 18 სეივით, ხოლო მესამე ადგილზე 17 მოგერიებით – ინგლისელი ჯორდან პიკფორდი.
ევრო 2024-ის „ოქროს ბუცს“ მიიღებს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.