X2 Development-მა ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინა აჩუქა

კომპანია X2 Development-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ბინა აჩუქა.

კომპანიამ გიორგი მამარდაშვილს  ბინა აბურთალოზე, Kazbegi Residence-ს საცხოვრებელ კომპლექსში აჩუქა.

Kazbegi Residence პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია საბურთალოზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მოსახერხებელი ადგილმდებარეობით

Kazbegi Residence-ის პროექტში, ყველაფერია მაცხოვრებლების კომფორტისათვის: რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, 2 დონიანი ავტოსადგომი ელ. დამტენებით, კომერციული და საოფისე ფართები, საერთო სამუშაო სივრცე, 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება.

კომპანია გიორგი მამარდაშვილს ულოცავს და ბევრ წარმატებას უსურვებს.

გიორგი მამარდაშვილს კომპანია X2 Development-მა ბინა აჩუქა – ნახეთ ფოტო