უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ავრცელებს. როგორც ცნობილია, გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. “ჩვენი გმირი ქართველი, მესხი ბიჭი ახალციხიდან… 4 წლის წინ გავიცანი, ჯერ კიდევ ევროპაში ცხოვრობდა, სულ ქვეყანაზე წუხდა და დარდობდა აქაურ მოვლენებზე. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, რამდენიმე თვით სოციალური ქსელიდან გაქრა, მერე აღმოჩნდა, რომ უკრაინაში…