საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუსთან, სოფელ თაიასთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისის დროით 09:45 საათზე დაფიქსირდა.