“ანონიმუსი” გაფრთხილებას ავრცელებს
“ანონიმუსი” თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება: “საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებო, ჩვენ გვესმის თქვენი დახმარების თხოვნა. თქვენ არ ხართ მარტო. ანონიმუსის წევრები თქვენთან ერთად დგანან და დაგეხმარებიან, რომ იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის! ქართველო პოლიციელებო: მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა გამოიწვევს თქვენი მთავრობის ყველა ოფიციალური პირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ მოვიპოვებთ წვდომას თქვენს მონაცემთა ბაზებსა და ელექტრონულ ფოსტაზე…