ბუდუ ზივზივაძე პორტუგალიასთან თამაშის წინ განცხადებას ავრცელებს
“ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ პორტუგალიასთან თამაშის წინ. “მადლობა გულშემატკივრებს, ვინც ჩამოვიდა გერმანიაში, საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე. კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თუ გავიმარჯვებთ გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, ვითამაშებთ პლეიოფში, რაც ძალიან დიდი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის….