10 წლის გოგონა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია – დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული!
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. 10 წლის გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება, ის უგონო მდგომარეობაშია. “ინფო რუსთავის” ცნობით, მოზარდს ავარიის შედეგად დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. თავდაპირველად, ავარიის შედეგად დაშავებული “კლინიკა რუსთავში” შეიყვანეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადით პაციენტის გადაყვანა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა. “კლინიკა რუსთავში”…