უმძიმესი შემთხვევა – მე-8 სართულიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა (ზუგდიდი)
ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 9 სართულიანი კორპუსის მე-8 სართულიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.