დიქტატორმა მორიგი აღლუმი ლაოსის და გვინეა-ბისაუს ლიდერებთან ერთად ჩაიბარა – რა ხდებოდა წითელ მოედანზე და ვინ დაესწრო 9 მაისის აღლუმს?
მოსკოვში, წითელ მოედანზე, საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავის აღსანიშნავად, სამხედრო აღლუმი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 9000-მა სამხედრომ. ამ დროისთვის მოსკოვში უჩვეულოდცივი ამინდია, აღლუმის კადრებში ჩანდა, რომ თოვს. აღლუმს რვა ქვეყნის ლიდერი დაესწრო – უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის პრეზიდენტები, ასევე ლაოსის, გვინეა-ბისაუსდა კუბის სპეციალურად მოწვეული ლიდერები. თავის გამოსვლაში პუტინმა გამარჯვების დღეს რუსეთის “მთავარიდღესასწაული” უწოდა. გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები, დაადანაშაულა ისინი ისტორიის გაყალბებაში და ნაციზმის რეაბილიტაციისმცდელობაში დასდო ბრალი. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს გლობალური შეტაკების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული ძალები ყოველთვის მზადყოფნაში არიან“, – განაცხადა პუტინმა.